პროექტის მთავარი იდეა _ დააკავშირონ ქიმიური ნივთირებების თვისებები პრაქტიკაში გამოყენებას.
პროექტის აქტუალობა _ გაითავისონ სოფლის მეურნეობის კავშირი ყოფა–ცხოვრებასთან.
პროექტის მიზანი _ დააკავშირონ ორგანული ნივთიერებების თვისებების გამოყენება ყოფა–ცხოვრებაში და სოფლის მეურნეობაში.
მოსწავლეთა ასაკი _ 17–18 წელი.
ვადები/ხანგძლივობა _ 3 დღე.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას _ ბავშვებს განუვითარდებათ ურთიერთ თანამშრომლობის, ინფორმაციის მოპოვების, დაკვირვების, დასკვნების გაკეთებისა და საკუთარი აზრის დასაბუთების უნარ–ჩვევები, მოსწავლეები დაინახავენ სოფლის მეურნეობასა და ყოფა–ცხოვრებას შორის კავშირს ორგანული ნივთიერებების თვისებების გამოყენებით.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები _ კომპიუტერი, ინტერნეტი, ავთანდილ ბიწაძე: “ბიოგაზის დანადგარის აშენება და ექსპლუატაცია“, გაზეთი: “ენერგეტიკული სოფელი“.
პროექტის მსვლელობა _
l დღე
აქტივობა 1.თემის შერჩევა.
მოსწავლეებს მივაწოდე თემები და შეარჩიეს ერთ–ერთი „ბიოგაზი“.
შევქმენი 2 ჯგუფი და მივეცი ინსტრუქტაჟი თითოეულ მათგანს.
l ჯგუფს დავავალე ინტერნეტიდან და ლიტერატურიდან მოეძიათ მასალა აღნიშნული თემის ირგვლივ.
აქტივობა 3.ინტერნეტიდან და ლიტერატურიდან მასალის მოძიება და დანადგარის ნახვა.
l ჯგუფმა ინტერნეტიდან და ლიტერატურიდან მოიძია მასალა, ll კი საკუთარი თვალით ნახა ბიოგაზის დანადგარის მუშაობის პრინციპი.
აქტივობა 4. მოძიებული მასალის ელექტრონული პრეზენტაცია.
მოძიებული მასალისა და დანადგარის მუშაობის პრინციპის მიხედვით გავაკეთე ელექტრონული პრეზენტაცია.
კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან _
ქიმ.Xll.1.მოსწავლე ახასიათებს ორგანულ ნაერთებს ორგანულ ნაერთებს, მსჯელობს მათი მნიშვნელობის შესახებ.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე
- აკავშირებს ორგანულ ნაერთთა უმნიშვნელოვანეს თვისებებს მათ გამოყენებასთან ყოფა–ცხოვრებაში და სოფლის მეურნეობაში.
პროექტის ხელმძვანელი _ ნონა ჯიშკიდონი
ელ.ფოსტა _ nonajishkidoni@gmail.com
No comments:
Post a Comment